GEO | ENG

ჩვენ შესახებ

„კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“ წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. იგი   2010  წელს შეიქმნა. ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა. ცენტრი ერთ–ერთ წამყვან როლს ასრულებს ქართული  მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში. თავისი საქმიანობით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამუსიკო განათლების სფეროში, ასევე ახალგაზრდა თაობის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებასა და ხელოვანთა დასაქმებაში; ცენტრი მონაწილეობს ქვეყნის რეგიონული განვითარების პროცესში; მისი თაოსნობით ყოველწლიურად ტარდება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში. ცენტრის საქმიანობამ, მის მიერ ჩატარებულმა საუკეთესო ღონისძიებებმა  საერთაშორისო  აღიარება  მოიპოვა. ეს კი  ქალბატონი ელისო ვირსალაძისა და ცენტრის პროფესიონალი თანამშრომლების  დამსახურებაა. 

© 2013-2015 The Classical Music Preservation, Development and Popularisation Center. All rights reserved.